„მივმართავთ თამარ ჩუგოშვილს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა“
17:47:29     27-03-2018
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული პაპუნა უგრეხელიძის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვებამდე რამდენიმე წუთით ადრე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა.
პარლამენტარი მიიჩნევს, რომ დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების ფაქტებს რეაგირება უნდა მოჰყვეს.
„პაატა უგრეხელიძე მხილებულია თავისი თანამშრომლის შევიწროებაში და მის დისკრიმინაციულ მოპყრობაში, რასაც ადასტურებს სახალხო დამცველის დასკვნა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დასკვნის შესახებ ცნობილია მისთვის, ისევე როგორც მისი ზედამხედველი მინისტრ თეა წულუკიანისთვის ამ ფაქტს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ჩვენ დღეს მივმართავთ ქალბატონ თამარ ჩუგოშვილს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა, სადაც ასევე მოწვეული იქნება უგრეხელიძე და ასევე თეა წულუკიანი, რომელმაც არანაირი რეაგირება არ მოახდინა დადასტურებულ დისკრიმინაციის ფაქტზე,“- განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.
„იმისათვის, რომ შევძლო ჩემი პატივისა და ღირსების სრულყოფილი დაცვა, ამავდროულად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ავარიდო ჩემი ოჯახის წევრები და საჯარო რეესტრის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები, იუსტიციის სამინისტრო და პირადად მინისტრი დღემდე მიმდინარე ძალიან ბინძურ კამპანიას, საქართველოს იუსტიციის მინისტრს გუშინ უკვე მივმართე განცხადებით თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით. ვინც პოლიტიკური ბრძოლა გადაწყვიტა, მათ მე ამ პოლიტიკურ ბრძოლაში იარაღად არ გამოვადგები.
ამიტომაც ვთავისუფლდები საჯარო მოხელის სტატუსისგან, რომ არ ვიყო განცხადებებში შებოჭილი, თავისუფლად ვილაპარაკო სიმართლე და ვებრძოლო ტყუილს, რომელიც ქალთა უფლებები სახელით ხორციელდება“, - აღნიშნავს უგრეხელიძე.
შეგახსენებთ, რამდენიმეა დღეა, მედიისთვის ცნობილი გახდა სახალხო დამცველის დასკვნის შესახებ, რომლის მიხედვითაც, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი სექსუალურ შევიწროებაშია მხილებული. დასკვნა 2017 წელს მომზადდა.