გია ვოლსკი: პაპუნა უგრეხელიძის თემამ ძალადობის სახე მიიღო

  14:23:33     27-03-2018

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე ერთ-ერთმა თანამშრომელმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, რასთან დაკავშირებითაც განმარტება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა. 

„პაპუნა უგრეხელიძესთან მაქვს რამდენიმე კითხვა, მათ შორის უხერხულიც," –  განაცხადა მინისტრმა, რომლის გთქმით აც პაპუნა უგრეხელიძის საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო დავა, სადაც თავად უგრეხელიძე არის მოპასუხე.

კითხვაზე, თავის დროზე რატომ არ დაისვა კითხვები, როდესაც სახალხო დამცველის დასკვნა მომზადდა, წულუკიანმა აღნიშნა, რომ მის სისტემაში მომუშავე მამაკაცებისადმი მკაცრი პოზიცია არაერთხელ დაუჭერია, თუმცა ეს საქმეები არ გახმაურებულა.

აღნიშნული საკითხის შეფასება PRESA.GE-მ პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკის სთხოვა:

- ხომ არ ფიქრობთ, რომ თეა წულუკიანის დამოკიდებულება და შეფასება უფრო მკვეთრი უნდა ყოფილიყო, რადგან საქმე მისი ერთ-ერთი უწყების ხელმძღვანელს ეხება?

- მგონია, რომ გაკვეულწილად მიმდინარეობს ამ თემის მუსირება და რაღაც ძალადობის ფორმა მიიღო უკვე კონკრეტული მედიასაშაულებების მიერ თემის წამოწევამ  უტრირებულად და სერიოზული ინეტრპრეტაციებით. ვიდრე მეორე მხარეს, ამ შემთხვევაში, პაპუნა უგრეხელიძეს არ მოვუსმენთ, რაიმე დასკვნის გაკეთება ნაადრევია. არსებობს მინისტრი, სამართლის საკმაოდ კარგად მცოდნე, ობიექტური და პროფესიონალი, რომელიც გააკეთებს სათანადო დასკვნებს. თუკი იქნება ამის საჭიროება და ეს თემა გადაინაცვლებს სასამართლოში, მითუმეტეს არ შეგვშვენის, რომ წინასწარი განცხადებები გავაკეთოთ. საერთოდ, თუკი ამ თემასთან დაკავშირებით, ვინმე ოდესმე იქნება რეალურად გამომჟღავნებული, რა თქმა უნდა, სასჯელი ეკუთვნის.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ვიდრე სასამართლო თავის სათქმელს არ იტყვის, პაპუნა უგრეხელიძეს უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს?

- სამართლებრივი კუთხით შეფასებაში გადაგყავთ ის თემა, რომელიც საშუალებას გაძლევთ რომ რაიმე, სკანდალური, საზოგადოებისთვის ახალი თემა წამოწიოთ. არა მგონია, რომ თუნდაც პოპულარულმა მედია საშუალებამ უნდა ჩაანაცვლოს სამართალი და სამართლებრივი საკითხი თავად უნდა შეითავსოს.