"მთელმა ქვეყანამ, შევკრათ სუნთქვა და ერთად ვიზეიმოთ უდიდესი დღესასწაული"
12:35:07     27-03-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად იგეგმება.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საქართველოს დამოუკიდებლობიდან 100 წელი, 26 მაისს, არამხოლოდ საქართველოში, არამედ ყველა იმ ქვეყანაში აღინიშნება, სადაც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ჰყავს.
„ჩვენ ვგეგმავთ ძალიან მასშტაბური პროგრამის განხორციელებას, როგორც საქართველოს რეგიონებში, ისე სხვადასხვა ქვეყანაში, რომელშიც ჩართული იქნება აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო უწყება.
მინდა, მოვუწოდო კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომ რაც შეიძლება ფართოდ მიიღონ მონაწილეობა ამ ზეიმის სათანადოდ აღნიშვნაში.
საზეიმო განწყობა საქართველოს ყველა რეგიონში ერთნაირად უნდა იგრძნობოდეს, 26 მაისი უნდა იყოს, სწორედ, ისეთივე საყოველთაო, სასიხარულო და საზეიმო დღე, როგორც ჩვენ გვაქვს სხვა დღესასწაულები.
26 მაისს, 17:10 წუთზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერთხმად მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, ჩვენ ყველამ ერთად, მთელმა ქვეყანამ, შევკრათ სუნთქვა და ერთად ვიზეიმოთ ის უდიდესი დღესასწაული,"-განაცხადა პრემიერმა.