"ვიზალიბერალიზაცია არის საქართველოს მიმართ უდიდესი ნდობის გამოხატულება"

  11:29:19     27-03-2018

ჩვენ ამაყები ვართ იმით, რომ საქართველომ მიაღწია იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებიან ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ უვიზო მგზავრობის უფლება, ეს არის უდიდესი პოლიტიკური ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ და უდიდესი ნდობის გამოხატულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამავე დროს, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა.

„რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, ეს საკითხი აქტუალური იყო გასული დღეების განმავლობაში. ხვალ, 28 მარტს, ერთი წელი სრულდება ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან. ეს არის უდიდესი მიღწევა ჩვენი ქვეყნის, ხელისუფლების მიერ გადადმული ნაბიჯების შედეგი, მაგრამ ამავე დროს, ჩვენი მოსახლეობის ევროპული არჩევანის შედეგი. ამიტომ, ჩვენ ამაყები ვართ იმით, რომ საქართველომ მიაღწია იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებიან ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ უვიზო მგზავრობის უფლება, ეს არის უდიდესი პოლიტიკური ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ და უდიდესი ნდობის გამოხატულება. კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა პარტნიორს, მეგობარს, რომლებმაც ეს ნაბიჯი გადმოდგეს ჩვენს მიმართ. ამავე დროს, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.