თამარ ჩუგოშვილი: პრეზიდენტი კანონს არღვევს
16:26:24     26-03-2018
საპარლამენტო უმრავლესობაში არ იციან, ქვეყნის პირველი პირი როდის წარადგენს ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი, როგორც წესი, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს ისმენს. საგაზაფხულო სესია 6 თებერვალს გაიხსნა და პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა არ შემდგარა, რის ოფიციალურ მიზეზადაც საზღვარგარეთ მისი ვიზიტები დასახელდა, თუმცა ამის შემდეგ მმართველ გუნდსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის საკითხზე კონსულტაციები არ გამართულა.
PRESA.GE პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს, თამარ ჩუგოშვილს ესაუბრა:
- პრეზიდენტი პარლამენტში საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე უნდ ამოსულიყო. ხომ არ გქონდათ რაიმე სახის კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან იმის გასაგებად, თუ რა არის მისი პარლამენტის არ გამოცხადების რეალური მიზეზი?
- ჩვენ საგაზაფხულო სესიის გახსნის პირველი დღეებიდან მის მობრძანებას საქართველოს პარლამენტში ნდა კანონით გათვალისწინებული ყოველწლიური მოხსენების მოსმენას. სამწუხაროდ, დღემდე არ ყოფილა რაიმე სახის კომუნიკაცია და ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რა სარის მოხსენებით გამოსვლის გადადების თუ დაგვიანების მიზეზი. შესაძლებელია, ის არჩევდეს პოლიტიკურად უფრო ხელსაყრელ დროს, თუმცა კანონი ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტის მოხსენების წარდგენა პარლამენტში სესიის დასაწყისში უნდა მოხდეს.
- პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მიმართ ხშირად მიუთითებს ინსტიტუციურ უპატივცემულობაზე. ის, რომ გიორგი მარგველაშვილი არ მოდის პარლამენტში დადგენილ დროს, არ გადის კონსულტაციას, არ გაწვდით ინფორმაციას, არის თუ არა მისი მხრიდან ანალოგიური ქმედება?
- მგონი, კანონის ჩარჩოებს უკვე გასცდა პრეზიდენტის პარლამენტში დაგვიანება, მითუმეტეს, როცა საბაბი არ არსებობს და არც მიზეზია ცნობილი.
- პრეზიდენტის ასეთი ჟესტი ხომ არ არის კავშირში მოსალოდნელ საპრეზიდენტო არჩევნებთან, სადაც მარგველაშვილმა შესაძლოა კენჭი იყაროს და ამის გამო, მას პარლამენტი ტრიბუნის გამოყენება მისთვის ხელსაყრელ დროს აწყობს?
- არ გამოვრიცხავ, რომ გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო კამპანიისთვის ხელსაყრელი დროის შერჩევას ცდილობდეს. ბუნებრივია, რომ თუკი, ის აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, საარჩევნო კამპანიასაც გეგმავს, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს კანონის დარღვევის და უგულვებელყოფის ხარჯზე.