კიბოთი დაავადების ერთ-ერთ მიზეზად ჭარბწონიანობა დასახელდა

  11:40:39     26-03-2018

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ კიბოს გაჩენის მზარდი მიზეზი არის ჭარბწონიანობა.

კვლევამ ასევე დაადგინა, რომ კიბოს გამომწვევ მიზეზებში მწეველთა შემთხვევები მცირდება.

მკვლევარების თქმით, საჭიროა უფრო მეტი ქმედება, რათა მოხდეს ჭარბწონიანთა ჯანმრთელობის საფრთხის თავიდან აცილება.

მსოფლიოში, სიმსუქნე წინა წლებთან შედარებით საკმაოდ გახშირდა, რომელთა მსხვერპლი ძირითად შემთხვევაში ბავშვები არიან. 

2011 წლიდან დღემდე, სიგარეტი კვლავ რჩებოდა კიბოს გამომწვევ პრევენციულ მიზეზად, თუმცა 2011 წელს 19.4% -დან 15.1% -მდე შემცირდა.

მეორე ადგილზე იყო ჭარბწონიანობა, ხოლო მესამე ადგილზე გამოსხივება.

"სიმსუქნე არის  ჯანმრთელობის უზარმაზარი საფრთხე და თუკი ამ პრობლემას მსოფლიო არ ებძოლა, ჩვენ კატასტროფულ შედეგამდე მივალთ, ამისათვის სასურველია სასურსათო რეკლამის აკრძალვა“, - განაცხადა კიბოს კვლევის ბრიტანეთის პრევენციის ექსპერტმა.