რუსეთში, კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად დაღუპულთა უმრავლესობა ბავშვია

  10:56:19     26-03-2018

კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა. მათ შორის უმრავლესობა ბავშვია. ამის შესახებ იუწყებიან მეხანძრეები, რომლებიც ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ.

ამ ეტაპზე დაკარგულად ითვლება 16 მოქალაქე, რომლებიც შესაძლოა, სავაჭრო ცენტრში იმყოფებოდნენ.

საავადმყოფოში გადაყვანილია 12 დაშავებული. კიდევ 36 მოქალაქეს ამბულატორიული სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ შენობაში მდებარე ორ კინოთეატრში ჭერი ჩამოინგრა. ამ ეტაპზე მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ.

კემეროვოში მდებარე სავაჭრო ცენტრში ხანძარი 25 მარტს გაჩნდა.