საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იორდანიის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერისგან წერილი მიიღო,

  10:18:57     26-03-2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იორდანიის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერისგან წერილი მიიღო, სადაც განმარტებაა გაკეთებული წარმომადგენლობითი პალატის ზოგიერთი წევრის აფხაზეთში ბოლოდროინდელ ვიზიტთან დაკავშირებით.

„გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ეს იყო კერძო ვიზიტი და რომ იგი არ ასახავს იორდანიის წარმომადგენლობითი პალატის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც შეესაბამება იორდანიის ჰაშემიტური სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციას აფხაზეთთან დაკავშირებით, რომელიც გამოხატავს პატივისცემას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“ , - ნათქვამია ატეფ ტარავნეს  წერილში.

იორდანიის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი ორი ქვეყნის ურთიერთობის დადებით კონტექსტში იხსენიებს  ირაკლი კობახიძის ბოლოდროინდელ ვიზიტს იორდანიის ჰაშემიტურ სახელმწიფოში  და  აღნიშნავს, რომ  წარმომადგენლობითი პალატა ვერ აუკრძალავს თავის წევრებს მსოფლიოს რომელიმე ნაწილის მონახულებას.