კახეთში ხანძრის შედეგად, საპატრიარქოს დედათა და ბავშვთა თავშესაფარი დაიწვა

  10:01:03     26-03-2018

კახეთში საპატრიარქოს კუთვნილებაში არსებული დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ნაწილი დაიწვა.

შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში მოხდა. ხანძრის შედეგად განადგურებულია თავშესაფრის  ჭერი, საოჯახო ტექნიკა და ავეჯი.

თვითმხილველების თქმით, ცეცხლი ერთ-ერთმა ადგილობრივმა შენიშნა, რის შემდეგაც ადგილზე სახანძრო ბრიგადა მივიდა.

წინასწარი ინფორმაციით, აალება ელექტრო სადენებიდან დაიწყო და მთელ სახლზე გავრცელდა.