"ქართული მარშის" წევრებს პატიმრობა შეეფარდათ
17:51:33     23-03-2018
"ქართული მარშის“ ექვსივე წევრის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა გამოიყენა. მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი ონიანს, ლუკა ნაცვლიშვილს, მიხეილ ამისულაშვილს, ლადო სადღობელაშვილს, ირაკლი დოლენჯაშვილს და ბექა რევაზიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა.
ცნობისთვის, 19 მარტს „ქართული მარშის” წევრებმა „რუსთავი 2”-ის შენობასთან აქცია გამართეს და არხის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც რამდენიმე პირი ადმინისტრაციული წესით, 6 პირი კი, სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს.