„ევროპარლამენტს არ ჰქონდა მიღებული სპეციალური რეზოლუცია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე“
16:30:09     22-03-2018
„პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენლებმა ოკუპაციის თემაზე ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღების თაობაზე, ევროპარლამენტთან მუშაობა ჯერ კიდევ გასულ წელს დავიწყეთ“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, რეზოლუციაში აქცენტი კეთდება ოკუპაციის თემაზე, ტერიტორიულ მთლიანობასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე.
„10 წელი გავიდა 2008 წლის ომის შემდგომ და სამწუხაროდ, ევროპარლამენტს ამ პერიოდში არ ჰქონდა მიღებული სპეციალური რეზოლუცია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე. შესაბამისად, ჩვენ თვეების განმავლობაში კოლეგებს ვესაუბრებით ამ თემაზე. მათი მხრიდან არის მხარდაჭერა და ვფიქრობ, საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე ევროპარლამენტში უნდა მოხდეს სერიოზული განხილვების დაწყება და შესაძლებელია, რეზოლუციის მიღება დასრულდეს ზაფხულამდე პერიოდში. აქცენტი კეთდება ოკუპაციის პრობლემაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მათ შორისაა ოთხოზორია–ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტები და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები, რაც ტერიტორიული მთლიანობისთვის არის მნიშვნელოვანი. გვაქვს კოლეგების მხარდაჭერა და ვფიქრობ, ევროპარლამენტში ამ რეზოლუციის მიღებას არანაირი პრობლემა არ შეექმება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისი განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, ევროპარლამენტში ვის მიერ მოხდება რეზოლუციის წარდგენა.