მაია ბითაძე: მუხათწყაროს გზაზე გაჩეხილი ხეები სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს
13:07:16     22-03-2018
მუხათწყაროს გზაზე ხეების ჩეხვასთან დაკავშირებით თბილისის მერიის მიერ განცხადება გაკეთდა.
დედაქალაქის მერის მოადგილის, მაია ბითაძის თქმით, პროცესი უკანონოა და 110 ჯანმრთელი ხეა გაჩეხილი, რაც სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მთავარ პროკურატურას უკვე მიმართა და საგამოძიებო უწყებას ამ საკითხის შესწავლა სთხოვა.
„უკანონო ჭრებთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ გამოვლინდა გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის მიერ, მიმდინარეობს შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება. სავარაუდოდ, საქმე შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, როგორც იცით, უკანონოდ გაიჩეხა 110 ძირი ჯანსაღი ხე. გარემოს დაცვის სამინისტრომ მოახდინა რეაგირება და მასალები გადაიგზავნება შესაბამის ორგანოებში,“- განაცხადა მაია ბითაძემ.