"ქართული მარშის წევრებს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ"
11:24:09     22-03-2018
მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ქართული მარშის წევრებს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ, რის შემდეგაც პროკურატურა მიმართავს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით.
„ამ ეტაპზე სამართლებრივი შეფასებებისგან თავს შევიკავებ. როგორც იცით კონკრეტული პირები არიან დაკავებულები ბრალდებულების სახით. ახლაც მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. მოხდება საქმეზე შეგროვილი ყველა მტკიცებულების შეფასება და სწორედ ამ მტკიცებულებების საფუძველზე მოხდება პირველადი ბრალის კვალიფიკაციის განსაზღვრა. ეს იქნება პირველადი ბრალი, გამოძიება გაგრზელდება და ის შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებები, რაც გამოიკვეთება თითოეული პირის მხრიდან რა თქმა უნდა ასქხული იქნება ჩვენი ბრალდების დადგენილებაში", - განაცხადა შოთაძემ.