„ქართული ოცნების“ ზოგიერთ წარმომადგენელს ჰგონია, რომ უკვე მოვედით ხელისუფლებაში“
16:58:39     21-03-2018
მინდა დაგამშვიდოთ, რომ ღელვის არანაირი საფუძველი არ გაქვთ. ეს მოხდება, მაგრამ რომ მოხდება, გაიგებთ ძალიან მკაფიოდ, - „ევროპულ საქართველოსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის არანაირი არსებითი დაახლოება არ მომხდარა, - ამის შესახებ „ევროპული საქარველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრთა მისამართით განაცხადა.
„ასევე, მინდა დაგამშვიდოთ, რომ ღელვის არანაირი საფუძველი არ გაქვთ - ჩვენ გუნდებს შორის არანაირი არსებითი დაახლოება არ მომხდარა. არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ ”ქართული ოცნების” საზიანო, მავნებლური ან პასიური პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის დასაცავად, ფუნდამენტურად შეიცვლება. ჩვენ შორის რჩება ისეთივე განსხვავებები, როგორიც იყო. არ არის საჭირო ბევრი ხაზგასმა და კბილების ღრჭიალი, რომ რაღაცაზე შევთანხმდით, ლაპარაკი უნდა იყოს საქმეზე და საქმიან შედეგზე", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.