თბილისში, საკუთარ სახლში ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე მოკლეს
16:56:04     21-03-2018
თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საკუთარ სახლში ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე მოკლეს. მას 7 ტყვია ესროლეს.
როგორც ცნობილია, მას თავდამსხმელები როგორც „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლები ისე გაეცნენ, შემდეგ კი ესროლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენს 30 წლამდე მამაკაცმა ესროლა.
მოკლული ბიზნესმენის დამხმარე ქალი დაჭრილია.
შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.