ბოლნისში, გამგეობასთან სამი პირი დაჭრეს
16:52:32     21-03-2018
ბოლნისში, გამგეობასთან სამი პირი დაჭრეს. შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება მოქალაქეებს შორის მიწის ნაკვეთის გამო დაიწყო, რის შემდეგაც ერთ-ერთმა პირმა საფანტის იარაღიდან გაისროლა.
შსს-ს ცნობით, ბოროტმოქმედი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.