სალომე სამადაშვილი არჩილ თალაკვაძეს: რეალურად ატყუებთ საზოგადოებას
14:44:02     21-03-2018
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის ვარაუდით, ადამიანთა წრე, რომლებიც ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში იქნება, ძალიან შეზღუდული იქნება.
პარლამენტის რეზოლუციის პროექტის განხილვისას სალომე სამადაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს არჩილ თალაკვაძეს მიმართა, ჩამოთვალოს რამდენიმე ადამიანი ვინც ამ სიაში მოხვდება.
"თუ შეიძლება ჩამოთვალეთ რამდენიმე ადამიანი, ვისაც შეეხება ეს სანქციები. ჩემი ვარაუდით, ეს წრე ძალიან შეზღუდული იქნება და რეალურად ატყუებთ საზოგადოებას თითქოს დაეთანხმეთ რაღაც შემოთავაზებას ქმედით ნაბიჯებთან დაკავშირებით", - თქვა სალომე სამადაშვილმა.
მისივე თქმით, ამ რეზოლუციის პროექტში არ არის გზავნილი, რომ რუსეთმა აიღოს საკუთარ თავზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულება.
"ამ რეზოლუციის ტექსტში თქვენ დაგვპირდით, რომ ჩაიწერებოდა ერთმნიშვნელოვანი გზავნილი, რომ რუსეთმა უნდა აიღოს საკუთარ თავზე იურიდიული ძალის მქონე ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულება. გავეცანი ყურადღებით ტექსტს და ეს მოთხოვნა ამ ტექსტში არ გაჟღერებულა”, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რუსეთს, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრული კონტროლის განმახორციელებელ მხარეს, პასუხისმგებლობა ეკისრება იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რაც ამ რეგიონებში ხდება, მათ შორის პასუხისმგებლობა ეკისრება არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე.
როგორც მან აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მოქალაქის უფლება ასე უხეშად შეილახა, საქართველო წონასწორობას არ დაკარგავს და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემის გადაჭრას საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით შეეცდება.
პარლამენტის პლენარული სხდომა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტს განიხილავს, რომლის დამტკიცებაც დღეს არის დაგეგმილი.