ოპოზიცია კვირიკაშვილს და ჯანელიძეს პარლამენტში იბარებს
14:02:26     21-03-2018
საპარლამენტო ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის პარლამენტში მისვლას მოითხოვს.
როგორც "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებს უნდა უპასუხონ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შესახებ, მათ შორის ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით.
”რაც შეეხება ჟენევის მოლაპარაკებებს, მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს მიზანი იყო რუსეთს აეღო ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება. იმ ნაბიჯით, რა ნაბიჯიც გვახარა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სამწუხაროდ, ასეთი ვალდებულების აღება არ ხდება. მაშინ კითხვა ისმის, რა ხეირი საქართველოს აქედან? აუცილებელია საგარეო საქმეთა მინისტრის მოსვლა პარლამენტში. იგი დიდი ხანია დაბარებული გვყავს უმცირესობის ფორმატში, თუმცა არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებას და არ მოდის. გასულ კვირას მოვითხოვეთ პრემიერ-მინისტრის მოსვლა, რადგან ჟენევის ფორმატში ცვლილებების ინიციატივა ეკუთვნის პრემიერ-მინისტრს და ამაზე მნიშვნელოვანი საქმე, პრემიერ-მინისტრს არ გააჩნია, რომ მოვიდეს პარლამენტში და გასცეს პარლამენტის წევრების კითხვებს პასუხი”, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.