გია ვოლსკი "ქართულ მარშზე:" ამ პროვოკაციის ტალღის შეჩერება შეიძლება ძნელი გახდეს

  12:42:54     21-03-2018

"საზოგადოებას გააჩნია პრინციპულობა აღკვეთოს უზნეო განცხადებები, თუმცა ეს ვინმეს უკანონო ნაბიჯების გადადგმის უფლებას არ აძლევს."

ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ  „რუსთავი 2“-ის შენობასთან, რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებსა და მასთან მიმართებაში საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ვფიქრობ, ქართულ საზოგადოებას საკმაოდ მაღალი ინტელექტუალური რესურსი და პრინციპულობა გააჩნია, რათა არ მიიღოს და აღკვეთოს ისეთი პროვოკაციული და უზნეო განცხადებები, რასაც ადგილი ჰქონდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის აღსაკვეთად ვინმემ უკანონო ნაბიჯები გადადგას, რამეთუ პროვოცირება ძალიან ადვილია. ამ პროვოკაციის ტალღის შეჩერება შეიძლება ძნელი გახდეს, ისედაც საკმაოდ რთულ ვითარებაში,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.