სირიელმა დემონსტრანტებმა არმიას სროლით უპასუხეს
11:03:53     01-06-2011
სირიელმა დემონსტრანტებმა არმიას ცეცხლი გაუხსნეს. ეს პირველი შემთხვევაა, იმ ორი თვის განმავლობაში, რაც აქციები დაიწყო. აქამდე, ყველა სახელისუფლო გამოსვლა მშვიდობიან ხასიათს ატარებდა და შეუიარაღებელი დემონსტრანტებისაგან შედგებოდა.
ხელისუფლება ირწმუნება, რომ დემონსტრაციები შეიარაღებული ბანდებისაგან შედგება, რომელნიც უცხოეთიდან იმართებიან. თუმცა, ამის დამტკიცება ოფიციალურმა დამასკომ ვერ მოახერხა.
აქციის მონაწილეების თქმით, მათ გადაწყვიტეს, რომ გულხელდაკრეფილები, მხოლოდ ღმერთის იმედზე აღარ ისხდნენ. „არმია ჩვენ წინააღმდეგ შეიარაღებული, ჯავშანტექნიკით მოდის და გვხოცავს. ჩვენც, ამის მერე, შესაბამისად ვუპასუხებთ და თავს დავიცავთ. ჩვენ პროტესტი მშვიდობიანად დავიწყეთ, მაგრამ ახლა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება არმიის და ხელისუფლების მხრიდან“ – განაცხადეს მათ.
აქციის მონაწილეების თქმითვე, ყოველ სირიელს ოჯახში იარაღი აქვს, რომელიც ქვეყანაში კონტრაბანდული გზით ხვდება ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ლიბანი და ერაყი.