რუსულ–ინდური წრთვნები გადაიდო
11:02:23     01-06-2011
რუსეთმა ინდოეთთან ერთობლივი სწავლებების გამართვა გადაიფიქრა. ამის შესახებ „The Times of India“ ანონიმურ ინდოელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით იუწყება. იმის შესახებ, რომ რუსეთი სწავლებებს ვერ ჩაატარებს, გაზეთის მონაცემებით, ინდურ მხარეს გასულ კვირას ეცნობა. სამხედრო წრთვნები რუსეთში, ივნისის თვეში უნდა გამართულიყო.
გაზეთი იმასაც იხსენებს, რომ მოსკოვმა ასევე რუსულ–ინდური სამხედრო–საზღვაო სწავლებაც გადადო, რომელიც აპრილის თვეში იყო დაგეგმილი. ამის შესახებ მეორე მხარეს მხოლოდ მაშინ გამოუცხადეს, როცა ინდური ხომალდები უკვე ვლადივოსტოკს უახლოვდებოდნენ.
სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, მაშინ ეს მოსკოვმა იმით ახსნა, რომ რუსული ხომალდები, შესაძლოა, იაპონიის დასახმარებლად გაეშვათ, „ფუკუშიმა1“–ზე ავარიის ლიკვიდაციისთვის. თუმცა, ინდური მხარე ძალიან აღაშფოთა იმ გარემოებამ, რომ მოსკოვმა ეს ხომალდები იაპონიაში საერთოდ არ გაგზავნა.
რუსულ–ინდური წვრთნები 2003 წელს ხუთჯერ შედგა. ხუთივე სამხედრო–საზღვაო წრთვნა იყო. 2010 წელს კი, ქვეითი ჯარის სწავლებები ჰიმალაის მთებში გაიმართა.