Charlie Hebdo-მ რუსეთის არჩევნებს კარიკატურა მიუძღვნა

  14:31:24     20-03-2018

საფრანგეთის სატირულმა ჟურნალმა Charlie Hebdo-მ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით კარიკატურა გამოაქვეყნა.

კარიკატურა 14 მარტის ნომერში გამოვიდა, თუმცა რუსეთში არჩევნები 18 მარტს გაიმართა. ნახატზე ვლადიმერ პუტინს ხელში თოჯინა უკავია, რომელიც ამბობს: "მე მქვია ქსენია სობჩაკი, ანტიპუტინური კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე".

პუტინის უკან ზის ხელშეკრული და თვალშეკრული ადამიანი, რომელიც ამბობს: " მე ალექსეი ნავალნი ვარ, ერთადერთი დემოკრატი. არ მომცეთ ხმა!".