ავსტრალიური ზაფხულის სალათა
10:55:39     01-06-2011
მასალა:
8 ცალი თხელი ლორის ნაჭერი
4 ცალი პამიდორი
თითო-თითო ჭიქა კუბიკებად დაჭრილი კიტრი, ასევე დაჭრილი ვაშლი და ნიახური
2 სუფრის კოვზი ფორთოხლის წვენი
2-3 ცალი სალათის ფოთოლი
ზეთისხილი
ლორის თითოეული ნაჭერი დავახვიოთ მცირე ზომის რულეტად. კიტრი, ვაშლი და ნიახური ავურიოთ ფორთოხლის წვენში, მოვათავსოთ ბრტყელ თეფშზე, გარშემო შემოვუწყოთ სალათის ფოთლები, პამიდვრის ნაჭრები, ზეთისხილი და ლორის რულეტები.