შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოტიკების მოხმარებისთვის პატრული დააკავა

  12:45:53     19-03-2018

შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოლოგიური შემოწმების დროს, გურიის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს ნარკოტიკული მოხმარების ფაქტი დაუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას „გურია ნიუსი“ ავრცელებს. 

შსს-ს ცნობით, პატრულ-ინსპექტორი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე დაჯარიმდა. მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილების შემდეგ პატრულს ორგანოდან დაითხოვენ.

„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, პატრულის თანამშრომელს მარიხუანა ჰქონდა მოწეული, თუმცა შსს-ში კონკრეტულ დეტალებს არ აკონკრეტებენ.