ჩიტაძე: პრეზიდენტობის შემდეგ, პუტინი კვლავ ეცდება დარჩეს ქვეყნის დე-ფაქტო მმართველად
12:34:23     19-03-2018
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას აფასებს.
„პრესა.ჯი“: რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს როგორ აფასებთ?
ნიკა ჩიტაძე: პუტინის გამარჯვება იმ საინფორმაციო პროპაგანდის ფონზე, რომელიც რუსეთში მიმდიანრეობს, აბსოლიტურად მოსალოდნელი იყო.
არავისთვის უცხო არ არის, რომ რუსეთში მასმედიის დიდი ნაწილი ხელისუფლების მიერ კონტროლდება.
მათი მეშვეობით მოსახლეობას მიეწოდება ინფორმაცია იმის შესახებ თუ, როგორ ზრუნავს პუტინი ხალხზე.
სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგად, რუსეთის მოსახლეობის დაახლოებით 70% მხარს უჭერს საბჭოთა კავშირის აღდგენის იდეას.
პუტინს იმპერიალისტური ამბიციები გააჩნია. რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო მისი გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში.
მიუხედავად იმისა, რომ რუსი მოქალაქეების მდგომარეობა წინა წლებთან შედარებით გაუარესდა, პუტინი მაინც ასოცირდება ჩეჩნეთში რუსეთის ტეიტორიების აღდგენასთან და ყირიმის ე.წ გათავისუფლებასთან.
გამომდინარე აქედან, მოულოდნელი არაფერი მომხდარა.
- მისი საპრეზიდენტო ვადა შესაძლოა კიდევ გახანგრძლივდეს?
- ჩემი აზრით, უკვე გახანგრძლივდა, რადგან რუსეთში პრეზიდენტს 4 წლის ვადით ირჩევდნენ, მაგრამ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, საპრეზიდენტო ვადის ხანგრძლივობა გაიზარდა 6 წლამდე, სანამ პუტინს მეორედ აირჩევდნენ პრეზიდენტად.
მგონია რომ როდესაც მისი საპრეზიდენტო ვადა დასრულდება, ის კვლავ ეცდება შეითავსოს პრემიერ-მინისტრის პოსტი და დარჩეს ქვეყნის დე-ფაქტო მმართველად, როგორც ეს 2008-2013 წლებში მოხდა.