გიგა ბოკერია: ამ სკანდალურ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელია ეკონიმიკის მინისტრი
11:50:08     19-03-2018
საპარლამენტო უმცირესობა უმრავლესობას მედიით გავრცელებული ინფორმაციით დაინტერესებისკენ მოუწოდებს, რომლის მიხედვით, სარეკლამო კამპანიის მიზნით, საქართველოს მთავრობა ტელეარხ „რასია 1“-სთვის ერთი მილიონი დოლარის გადახდას აპირებს.
ოპოზიციის ერთერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნულ გადაწყვეტილებას სკანდალური უწოდა და აღნიშნა, რომ მასზე პასუხისმგებელია ეკონომიკის მინისტრი.
”უმრავლესობა და კომიტეტი ამ საკითხით უნდა დაინტერესდეს. ჩვენ დიდი ხანია პარლამენტში ეკონომიკის მინისტრს ველით, რომელიც პასუხისმგებელია, ჩემი აზრით, ამ სკანდალურ გადაწყვეტილებაზე. ამიტომ მოგიწოდებთ, ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციის გარეშე ვიმუშაოთ ერთად, რომ ეს საკითხი აღვკვეთოთ, რადგან ეს ეწინააღმდეგება არა მხოლოდ მომზადებული რეზოლუციის სულისკვეთებას, არამედ ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.