როგორ მოწამლეს ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი?

  09:57:36     19-03-2018

ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი სავარაუდოდ ავტომობილის ვენტილაციიდან მოწამლეს. ამის შესახებ ბრიტანული სპეცსამსახურები საუბრობენ.

გავრცელებული ცნობით, ბრიტანელი ძალოვნებს აქვთ ზუსტი წარმოდგენა, თუ როგორ მოწამლეს სკრიპალი და მისი შვილი.სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ გამოიყენეს ფხვნილისებური მომწამლავი ნივთიერება, რომელიც სკრიპალის ავტომობილის საავტომობილო ვენტილაციიდან შეუშვეს.

შეგახსენებთ, რომ სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი მოსკოვს აკისრებს პასუხისმგებლობას.აღნიშნულის შესახებ ტერეზა მეიმაც გააკეთა განმარტება და რუსი ჯაშუშის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს. ლონდონმა მოსკოვთან ორმხრივი კავშირები შეაჩერა. მოსკოვიდან ბრიტანელი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო კრემლმაც.