„სჯობს პრეზიდენტმა კონსტიტუციურ ვალდებულებებს მიხედოს, ვიდრე არაადეკვატურ პოლიტიკურ საქმიანობას“
13:26:38     16-03-2018
„ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც იქნება საქართველოს მხარდამჭერი ინიციატივა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა პრეზიდენტის ინიციატივის შეფასებისას გააკეთა.
გიორგი მარგველაშვილმა ამერიკელ კონგრესმენებს საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებისკენ მოუწოდა.
როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი არის ამ ქვეყნის პრეზიდენტი და შესაბამისად, ეს მისი პირდაპირი მოვალეობაა, რომ ასე იმუშაოს.
„ძალიან კარგია, თუ მოხდება ამ ინიციატივის გატანა ამერიკის კონგრესში, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება,“ – აცხადებს გოგიჩაიშვილი.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პრეზიდენტს თავისი კონსტიტუციური უფლებები კიდევ ერთხელ შეახსენა.
„პრეზიდენტს აქვს თავისი დღის წესრიგი, თავისი ვალდებულებები კონსტიტუციური და სჯობს, მან ამ მიმართულებებს მიხედოს, ვიდრე ვთქვათ, სხვადასხვა, ხანდახან, არაადეკვატურ პოლიტიკურ საქმიანობას, ოღონდ შიგნით," - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.