
თიბისი საფულე - თიბისი ბანკმა MasterCard-სა და Visa -სთან ერთად ახალი პროდუქტი შექმნა
10:29:37     16-03-2018
თიბისი ბანკმა MasterCard-სა და Visa-სთან ერთად rnახალი პროდუქტი TBC Wallet, ანუ თიბისი საფულე, შექმნა. ანდროიდის ოპერაციულიrnსისტემის ტელეფონებისთვის შექმნილი აპლიკაციის მიზანი ფიზიკური საფულის ციფრულით ჩაანაცვლებაა.rnმომხმარებელს საშუალება აქვს, აპლიკაციაში დაამატოს თიბისი ბანკის ნებისმიერი MasterCard ან VISA ბარათი და მობილური ტელეფონით, პლასტიკური ბარათის გამოყენებისrnგარეშე, შეასრულოს სასურველი ტრანზაქცია ნებისმიერ სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტში,rnსადაც არის POS ტერმინალი. აპლიკაციითrnასევე შესაძლებელია ტრანზაქციების ისტორიის ნახვა. ამასთანავე, თიბისი საფულეში მომხმარებლებსrnშეუძლიათ დაამატონ სხვადასხვა კომპანიების ლოიალურობის (დაგროვებითი/ფასდაკლების) ბარათებიცrnდა მარტივად, ტელეფონით გაატარონ ლოიალურობის ბარათები პარტნიორ კომპანიებში.
rnrnდღევანდელ დღეს, როდესაც სმარტფონებსrnინოვაციური ფუნქციები ყოველდღიურად ემატება, მსოფლიოს წამყვანი ბანკები უფრო და უფროrnმეტ ყურადღებას უთმობენ მათი პროდუქტების გაციფრულებას და მომხმარებლისთვის მაქსიმალურიrnკომფორტის შექმნას. სწორედ ამიტომ, თიბისი ბანკი წელს ისეთი ბანკების რიცხვს შეემატა,rnროგორებიცაა : Bank of America, Wells Fargo, Barclays, Citibank, რომლებიც კლიენტებს უკვე წლებია Wallet-ებს, ანუ ციფრულ საფულეებს, სთავაზობენ.
rnrnTBC Wallet -ისrnშექმნაში დიდი წვლილი თიბისი ბანკის პარტნიორ საერთაშორისო კომპანიებს - MasterCard-ს და Visa-ს მიუძღვით. პროექტი სწორედ ამ კომპანიების ფინანსურიrnმხარდაჭერით განხორციელდა.
rnrnMastercardrnEurope-ის საქართველოსა და ცენტარლური აზიის რეგიონული მენეჯერის, იგორ სტეპანოვისrnთქმით, TBCrnWallet-ის დანერგვაrnმნიშვნელოვანი ნაბიჯია კომფორტული და უსაფრთხო მომავლისკენ.
rnrn„უკონტაქტო გადახდების მომსახურებაrnახალ საფეხურზე ავიდა - სმარტფონი კომუნიკაციის უნივერსალური საშუალებაც არის და ამავეrnდროს, უსაფრთხო უკონტაქტო გადახდებისთვისაც გამოიყენება. TBCrnWallet-ის დანერგვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომფორტული და უსაფრთხოrnმომავლისკენ, რომელშიც ნაღდ ფულს ელექტრონული ანგარიშსწორება ჩაანაცვლებს. უკანასკნელიrnწლის განმავლობაში, 100-ზე მეტჯერ გაიზარდა Mastercard-ის ციფრული პლატფორმის (MDES) საშუალებით განხორციელებული გადახდებიrnმსოფლიო მასშტაბით. თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ღიაობას სიახლეებისადმი, დარწმუნებულებიrnუნდა ვიყოთ, რომ ქვეყანაში კიდევ უფრო გაძლიერდება უკონტაქტო გადახდების ტენდენცია”.
rnrnვიზას რეგიონულმაrnმენეჯერმა ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, დმიტრო კრეპაკმა, თიბისის ახალი პროდუქტის მნიშვნელობაზეrnისაუბრა:
rnrn„Visa-ს მთავარი ამოცანაა, უზრუნველყოს მარტივი ოპერაციები,rnუსაფრთხოება და გადახდის დროს არჩევანის თავისუფლება Visa ბარათის ყველა მფლობელისთვის.rnთიბისი ბანკმა პირველმა შესთავაზა მომხმარებელს Visa-ს უკონტაქტო ბარათები, სტიკერებიrnდა ტოკენის საშუალებით მომსახურება, ისევე, როგორც მომგებიანი მობილური საბანკო სერვისებიrnდა ქართველი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სხვა ციფრული ტექნოლოგიები. TBCrnWallet, რომელიცrnVisa Token Service-ის პლატფორმაზე ფუქნციონირებს,rnმომხმარებელს საშუალებას აძლევს, Android-ის სისტემის ტელეფონის საშუალებით ისევე მარტივად განახორციელოსrnგადახდა, როგორც ბარათით. ამ მომსახურებასrnაქვს პოტენციალი, რომ გაზარდოს მომხმარებლის ცნობადობა და მოთხოვნა მობილურ გადახდებზეrnქვეყნის მასშტაბით. ჩვენსrnდიდი ხნის პარტნიორს ვულოცავთ კიდევ ერთი ინოვაციური პროექტის განხორციელებას და ველითrnTBCrnWallet-ის წარმატებით დანერგვას საქართველოში - ქვეყანაში, რომელიც სიახლეებზეაrnორიენტირებული”.
rnrnთიბისი ბანკის საცალო ბიზნესის მართვის დირექტორის მოადგილის, ვაჟა ბერიაშვილისrnგანცხადებით, პროექტი მომხმარებლისთვის მეტიrnკომფორტის შესაქმნელად განხორციელდა: „თიბისი ბანკისთვის ახალი ციფრულიrnტექნოლოგიებისა და პროდუქტების საბანკო სერვისებში ინტეგრირება ძალიან მნიშვნელოვანია.rnმოხარულები ვართ, რომ პარტნიორებთან ერთად შევძელით ასეთი საინტერესო პროექტის განხორციელება.rnTBCrnWallet მომხმარებლებს საშუალებასrnმისცემს, ფიზიკური საფულე ციფრულით ჩაანაცვლონ და ტრანზაქციები უფრო მარტივად განახორციელონ,rnრაც მათ მეტ კომფორტს შეუქმნის. მომხმარებლების კმაყოფილება კი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია”.
rnrnაღსანიშნავია, რომ TBC Wallet-ისrnშექმნისას გამოყენებულია უახლესი ტექნოლოგიები, კერძოდ, MasterCard-ის ტოკენrnპლატფორმა (MDES – MasterCard Digital Enablement Service) და VISA-ს ტოკენrnსერვისი (VTS – VISA Token Service)
rnrnზოგადად, ტოკენიზაციაrnარის პროცესი, როდესაც სტანდარტულ გადახდის მონაცემებს (ბარათის 16-ნიშნა კოდს)rnანაცვლებს უნიკალური „ციფრული ანგარიშის ნომერი“, რაც შემდგომ გამოიყენებაrnWallet-ით ტრანზაქციების განსახორციელებლად.
rnrnთამამად შეიძლებაrnითქვას, რომ აღნიშნული ტოკენ სერვისების გამოყენებით შექმნილი TBC Wallet გამოირჩევა განსაკუთრებული უსაფრთხოებით.rnაპლიკაციაში დაცულია ბარათის სენსიტიური ინფორმაცია და შესაბამისად,rnმომხმარებლისთვის კომფორტული და სწრაფი გადახდის სერვისის გარდა, დაცულიrnგადახდებიც ხელმისაწვდომი ხდება.
rnrnTBC Wallet აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია GooglernPlay-დან, სახელით TBCrnWallet. აღსანიშნავია,rnრომ აპლიკაციით სარგებლობა სრულიად უფასოა და განხორციელებულ ტრანზაქციებზე არანაირიrnდამატებითი ტარიფები არ მოქმედებს. პროდუქტზე მეტი ინფორმაციის მიღება TBCrnWallet -ის ვებგვერდზე შეგიძლიათ.
rnrnთიბისი საფულე - შენი მობილური საფულე!
rnrn