ზუგდიდში სკოლის მოსწავლე დაჭრეს

  16:46:04     14-03-2018

ზუგდიდში პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ფაქტს მოსწავლეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა წინ.  

ინციდენტი სტადიონზე მოხდა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

საავადმყოფოს მენეჯერის, ნიკა ჭეჟიას ინფორმაციით, მოზარდს ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული და ამ წუთებში მას გამოკვლევები უტარდება.