მიხეილ ჯანელიძე: ოპოზიციის ქმედებები ბოლო დღეების განმავლობაში იყო სრულიად უპასუხისმგებლო
13:20:02     14-03-2018
„მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი იყოს ერთიანი, როდესაც საკითხი ეხება კონფლიქტის დარეგულირებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ისეთ მძიმე ფაქტებს, როგორიცაა ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა“, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
რაც შეეხება ოპოზციის განცხადებას, რომ საპარლამენტო უმრავლესობას რეზოლუციის ტექსტში არ სურს ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ასახვა, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მან დღეს ბევრი ისაუბრა ოპოზიციაზე და არ აპირებს, რომ ამ განცხადებას უპასუხოს.
საგარეო საქმეთა მინისტრი ფიქრობს, რომ ოპოზიციის ქმედებები ამ ბოლო დღეების განმავლობაში იყო სრულიად უპასუხისმგებლო.
„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი იყოს ერთიანი. მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის, საერთო მიდგომა იყოს ცალსახა, როდესაც საკითხი ეხება კონფლიქტის დარეგულირებას, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სუვერენიტეტის განმტკიცებას, ისეთ მძიმე ფაქტებს, როგორიცაა ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა და ა.შ. მაგრამ დაველოდოთ, რა რუსურსს გამოძებნის ოპოზიცია იმისთვის, რომ იყოს შესაბამისი იმ საჭიროებებთან, რომელიც დღეს უდგას ჩვენს ქვეყანას. უმრავლესობა აწარმოებს მოლაპარაკებებს ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპების შესაბამისად და რეზოლუციაც, რაც ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს ნანახი, არის ძალიან პრინციპული, ძალიან კონკრეტული და მოიცავს ძალიან ბევრ ასპექტს, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის შიგნით პოზიციის დასაფიქსირებლად, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის ქართული პარლამენტის და პოლიტიკური სპექტრის ხმის მისაწოდებლად“, - განაცხადა ჯანელიძემ.
კითხვაზე, თავად უჭერს თუ არა მხარს ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის რეზოლუციის ტექსტში ასახვას, ჯანელიძის განცხადებით, ბევრი ასპექტია, რომელზეც საჭიროა მსჯელობა, მათ შორის, სამართლებრივი და პოლიტიკურიც.
„ვიცი, რომ მსჯელობა და დებატები მიმდინარეობს და ვნახოთ, რა იქნება საბოლოო შედეგი“, - დასძინა ჯანელიძემ.