თორნიკე შარაშენიძე: ნატოს ყველა წევრმა სახელმწიფომ არ მიიჩნია, რომ თურქეთს ვინმე თავს დაესხა

  14:13:20     14-03-2018

რამდენიმე დღის წინ, თურქეთის პრეზიდენტმა ნატო იმის გამო გააკრიტიკა, რომ ალიანსი თურქეთს მხარს არ უჭერს სირიაში მიმდინარე ოპერაციაში.

რატომ არ ეხმარება ნატო თურქეთს სირიაში მიმდინარე ოპერაცაში, რა მიზანს ისახავს მრვალწლიანი მტრების - რუსეთ-თურქეთის დამთბარი ურთიერთობა, - ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ, PRESA.GE ექსპერტს საერთაშორისო საკითხებში, თორნიკე შარაშენიძეს დაუკავშირდა.

PRESA.GE: ერდოღანი ნატოს აკრიტიკებს და ამბობს, რომ სირიაში მიმდიანრე ოპერაცაში ისინი თურქეთს არ ეხმარებიან, როგორ ფიქრობთ, რატომ არ ეხმარება ნატო მათ?

თორნიკე შარაშენიძე: ქვეყნებს შორის უთანხმოება ნებისმიერ შემთხვევაში კონსესუსით წყდება, ყველა წევრმა მხარი უნდა დაუჭიროს კონკრეტული ქვეყნის  დაცვას. სახელმწიფოს დაცვა ხდება მაშინ, როდესაც როგორც წესი, მას თავს ესხმიან. როგორც ჩანს,  ნატოს ყველა წევრმა სახელმწიფომ არ მიიჩნია, რომ თურქეთს ვინმე თავს დაესხა, ამიტომაც თავს იკავებენ იმაზე, რომ აამოქმედონ მე-5 მუხლი.

- რუსეთ-თურქეთის თანამშრომლობაზე რას გვეტყოდით, მრავალწლიანი მტრობის მიუხედავად, რატომ თანამშრომლობენ ისინი?

- თურქეთისთვის რუსეთი ნომერ პირველი ისტორიული მტერია, შესაბამისად, მათი თანამშრომლობა ამ ეტაპზე ემყარება იმას, რომ დროებით გარკვეული სახის საერთო ინტერესებს ხედავენ და ამიტომაც თანამრომლობენ, თუმცა ამ ურთიერთობის ნორმალიზების დიდი იმედები სავარაუდოდ არც ერთს არ უნდა ჰქონდეს.

- აზერბაიჯანი, ირანი და რუსეთი ერთობლივი ენერგოდერეფნის შექმნას აპირებენ, რას გამოიწვევს ეს რეგიონში?

- საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც ძალიან დიდი დაინტერესება აქვს რეგიონული თანამშრომლობის კუთხით, რადგან ჩვენ გვაქვს კარგი გეოგრაფიული მდებარეობა, ამიტომ, რაც უფრო მეტი იქნება თანამშრომლობა რეგიონში, ჩვენთვის მით უკეთესია.

მოგეხსენებათ, რომ აზერბაიჯანს ბევრი ნავთობი და გაზი აქვს, მათ აწყობთ განვითარდეს რაც შეიძლება ბევრი მარშუტი, ეს იქნება აღმოსავლეთ-დასავლეთით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ან ჩრდილოეთ-სამხრეთით ირანი, აზერბაიჯანი და რუსეთი.

ამიტომ, ეს ჩვენ არ დაგვაზარალებს,  რაც უფრო მდიდარი იქნება აზერბაიჯანი, ჩვენთვის უკეთესია, რადგან ის ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა და ამ შემთხევაში მათგან მეტი ფული შემოვა.