სალომე ზურაბიშვილი მერიის წინააღმდეგ: კირილ ზდანევიჩი თბილისიდან განდევნეს!
17:14:38     13-03-2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში თბილისი მერიას აკრიტიკებს და მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, რეალურად იქნას მოფიქრებული მოდელი, რომელიც თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას უზრუნველყოფს.
"კირილ ზდანევიჩი თბილისიდან განდევნეს!
დღეს გადავწყვიტე მისვლა და ზდანევიჩის კედლის მოხატულობის მონახულება, რუსთაველის 16 ნომერზე მდებარე ოფიცერთა სახლის სარდაფში. დამხვდა რა: იქ, სადაც "ცისფერყანწელები" იკრიბებოდნენ, იქ სადაც თბილისის კულტურული ცხოვრება ჩქეფდა, დღეს იყიდება დაბალი ხარისხის ტანსაცმელი. ქართველმა მფლობელებმა დაკისრებულ მოვლა-პატრონობის მაგივრად გაანადგურეს ეს ისტორიული ადგილი, გაათეთრეს, გაფხიკეს კედლები გაჭრეს და არაფერი დატოვეს.
ამაზე სანამ ამ დილით არ დავურეკავდი ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს და იგი არ გამოუშვებდა ინსპექციას და დაადასტურებდა ამ ვანდალურ ფაქტს, არც მეპატრონე არც სხვა სხვა მფლობელებიდან რომელიმე, არც იმ შენობაში მოთავსებული ერისიონის ჯგუფი და ხელმძღვანელობა , არც ქალაქის ზედამხედველობა, არც მერიის არქიტექტურული სამსახური არ დაინტერესდა ძეგლის პირველ სართულზე და სარდაფში მიმდინარე რემონტით. მძიმე სურათია და უთუოდ მოსაფიქრებელი თუ რა უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ ძეგლების დაცვა თბილისში რეალურად ამოქმედდეს. პირველ რიგში, დამნაშავეების მკაცრი დასჯა ( და არა მხოლოდ მინიმალური ჯარიმებით რომლებიც 500 მ2 ის მფლობელს შუა რუსთაველზე დიდად არ უნდა ადარდებდეს) , ცალკე არსებული პოლიციურ ტიპის ინსპექცია ( ისრაელის და იტალიის მოდელზე) და საზოგადოებრივი შეგნება... მაგრამ იმას რა ვუყოთ, ზდანევიჩი სამუდამოდ გაჰქრა თბილისიდან?"-წერს სალომე ზურაბიშვილი.