გია ხუხაშვილი: ამ მიმართვის შემდეგ, აუცილებელია კვირიკაშვილი ჩამოშორდეს ხელისუფლებას
15:32:44     13-03-2018
რა მიზანს ისახავდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვა რუსეთისადმი, შეილახა თუ არა, ამ კონკრეტული ნაბიჯით საქართველოს იმიჯი და როგორ შეიძლება შევაფასოდ კრემლისგან დაბრუნებული პასუხი?
ამასთან დაკავშირებით, „პრესა.ჯი“ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს დაუკავშირდა.
„პრესა.ჯი“: რა მიზანი ჰქონდა კვირიკაშვილის მიმართვას რუსეთისადმი?
გია ხუხაშვილი: ეს იყო ძალიან მიამიტური განცხადება, მოსალოდნელი ნეგატიური შედეგებით.
იმედი მქონდა, რომ რუსეთი ამას ყურადღებას არ მიაქცევდა. უბრალოდ გავიცინებდით და ამით დასრულდებოდა ყველაფერი, მაგრამ კრემლმა სამწუხაროდ, მიაქცია ამას ყურადღება და მეტიც, თავის სასარგებლოდ გამოიყენა ეს მიმართვა.
როგორც ფორმით, ასევე შინაარსით, ფაქტობრივად, „თავის ადგილზე დააყენა ყველაფერი.
- კრემლის მხრიდან გამოგზავნილ საპასუხო წერილზე რას ფიქრობთ?
- ფორმა და კვირიკაშვილის მიმართ იყო შეურაცხმყოფელი, იმიტომ რომ დიპლომატიურ ენაზე, როდესაც არა თუ პირველი პირი, არამედ მინისტრი და მისი მოადგილეც კი არ გპასუხობს...
მათ ნაცვლად კი, ცინიკურ პასუხს გაუპიროვნებელი ინფორმაციის დეპარტამენტი გიგზავნის. სწორედ ესაა შეურაცხმყოფელი.
შეიქმნა ვითარება, როდესაც ნებისმიერ ფორუმზე, სადაც უნდა დავიწყოთ ჩვენ რუსეთთან მწვავე საუბარი, სხვადასხვა საკითხებზე, აგვაფარებენ კვირიკაშვილის წერილს და გვეტყვიან, რომ ჩვენ რა შუაში ვართ, თავად თქვენი პრემიერი გვეუბნება რომ დავეხმაროთ აფხაზეთთან და ოსეთთან მოლაპარაკებაშიო.
ფაქტობრივად, ამ განცხადების საფუძველზე რუსეთი პასუხისმგებლობას იხსნის საქართველოს ტერიტორიებთან დაკავშირებულ მოვლენებზე და გამოდის მხოლოდ მედიატორის როლში.
შესაბამისად, ძალიან არასასურველი განვითარება ჰპოვა ამ ყველაფერმა. გასაგებია, რომ პრემიერს ეს პოლიტიკური მიამიტობით მოუვიდა, მაგრამ მისი მიამიტობა ჩვენ ძალიან ძვირი გვიჯდება.
- ამის შემდეგ, უნდა დარჩეს თუ არა, კვირიკაშვილი ხელისუფლებაში?
[I=2]- იმისათვის, რომ მუდმივად წინ არ დაგვახვედროს რუსეთმა კვირიკაშვილის ეს განცხადება და გვქონდეს არგუმენტები, აუცილებელია, ჩამოშორდეს ის ხელისუფლებას.
სხვა შემთხევავში, სანამ ის პრემიერ-მინისტრი იქნება მუდმივად პრობლემა შეგვექმნება მომავალში.
- ქვეყნის იმიჯზე რა გავლენა მოახდინა მისმა განცხადებამ?
- იმიჯი ამ შემთხევვაში მეორეხარიხოვანია, აქ საუბარია რეალურ პოლიტიკაზე, რომლის კონტექტიც სამწუხარო და სავალალოა.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ კვირიკაშვილმა ამ განცხადებით რუსეთთან დათმობის პოლიტიკა აირჩია?
- დათმობაც ხდება პოლიტიკაში, მაგრამ მასაც თავისი ფასი აქვს, დათმობა რაღაცის საფასურია, თუ შენ უფასოდ რაღაცას თმობ, ე.ი კაპიტულაციას აცხადებ.
პოლიტიკაში ყველაფერს თავისი ფასი აქვს, შეიძლება შეტევაც, დათმობაც, მაგრამ მთავარია, რომ ყველაფერი წინასწარ იყოს გათვლილი. უნდა იცოდე რა მიზანს ისახავ და რას ემსახურება ეს ყველაფერი.
- რა მიზანი ჰქონდა ამ შემთხვევაში კვირიკაშვილს?
- ამ შემთხვევაში მიზანი უცნობია, რას ემსახურებოდა მიმართვა, ტატუნაშვილის თემას, რომელიც დღემდე მოუგვარებელია?
რუსეთისადმი მიმართვა, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, მაგრამ გააჩნია ფორმას და ტონალობას, რომელმაც ამ შემთხვევაში, მათ უნივერსალური არგუმენტები გაუჩინა მომავლის პოლემიკაში.