„ვინმე სერიოზულად იხილავთ, რომ პუტინი ჩავა ჟენევაში? უკეთეს შემთხვევაში ეს არაკომპეტენტურობაა“

  13:55:51     13-03-2018

საქართველოს პრემიერის მიმართვას, რომელსაც დღეს ლავროვის უწყებამ განცხადებით უპასუხა, არაკომპეტენტურ უწოდებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას თუ ჯერა, რომ პუტინი ჟენევის მოლაპარაკებებში ჩაერთვება ეს ყველაზე უკეთეს შემთხვევაში გულუბრყვილო განცხადებაა.

„თქვენ ვინმე სერიოზულად იხილავთ, რომ პუტინი ჩავა ჟენევაში? უკეთეს შემთხვევაში ეს არის გულუბრყვილობა, არაკომპეტენტურობა და პოლიტიკურ ნების არ ქონა, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და მოქალაქეები დაიცვან.

კონკრეტულ შედეგებს ვხედავთ, ორი საზარელი მკვლელობის შემდეგ მივედით იქამდე, რომ მხოლოდ ცხედრის დაბრუნებაზე საუბრობს  საქართველოს მთავრობა და თან გონია გულუბრყვილოდ, რომ ასეთი ჟესტებით რაიმე პოლიტიკურ შედეგს მიაღწევს რუსეთთან, ვგულისხმობ პოლიტიკის შეცვლას რუსეთის და ეუბნება, რომ პირდაპირ ურთიერთობაზე გადავალ ცხინვალთან და სოხუმთან ანუ პრაქტიკულად დავთანხმდებით იმას, რომ ეს არის ორი ეთნიკური კონფლიქტი,“-აცხადებს გიგა ბოკერია.