"რუსეთის საგარეო უწყების განცხადება კონსტრუქციულობას მოკლებულია"

  12:28:12     13-03-2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, რუსეთის საგარეო უწყების განცხადება კონსტრუქციულობას მოკლებულია.

ირაკლი კობახიძე, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის ხელისუფლებას აკისრებს, რადგან მისი თქმით, ის სეპარატისტულ რეჟიმებზე  კონტროლს ახორციელებს.

პარლამენტის თავმჯდომარე იმედს იტოვებს, რომ კრემლი პასუხისმგებლობით მოეკიდება პრობლემას და უახლოეს მომავალში მოხდება ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნება.

„სამწუხაროდ რუსეთი ჩვენს პრაგმატულ მიდგომას არ პასუხობს თავისი პრაგმატული მიდგომით, ეს განცხადებაც იყო ამის გამოძახილი დიდი იმედი გვაქვს რომ მომავალში ეს მიდგომა შეიცვლება.