"რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა"
11:43:40     13-03-2018
"საქართველოს პრემიერ-მინისტრის საპასუხოდ რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა," - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, არავის ჰქონდა იმის ილუზია, რუსეთი იტყოდა, რომ მასზე არის დამოკიდებული თბილისი-ცხინვალის და თბილის-სოხუმის ურთიერთობების მოგვარება.
„რუსეთი არ აღიარებს, რომ ეფექტურ მმართველობას თავად ახორციელებს. ის, რომ საკითხი პირდაპირი დიალოგით უნდა მოგვარდეს, ამაზე რუსეთის პრეზიდენტსაც არაერთხელ უთქვამს. თითქოს თვითონ ხელიც დაუბანიათ და თითქოს არც ტატუნაშვილის საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ასეთია რუსული პოლიტიკა და ამ პოლიტიკით არსებობენ. ასე რომ, რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა. ვითარება რთულია და ამ რთულ ვითარებაში ჩვენ ჩვენს პოზიციაზე ვრჩებით. შეგვიძლია ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის დონეც ავამაღლოთ და ინტენსივობაც შევმატოთ. მოლაპარაკების მაგიდასთან გამოჩნდება, ვის რა შეუძლია და როგორ დაანახებს თავს, თუნდაც საერთაშორისო თანამეგობრობას. არავის უფიქრია, რომ ადვილი პროცესი გაიმართება, რუსეთი ხელს აწერს და იტყვის: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ კონსესუსის მისაღწევადო. 1 000 კილომეტრია გასავლელი თუ ერთი კილომეტრი, პირველი ნაბიჯი აუცილებლად გადასადგმელია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.