საქართველო საცხოვრებლად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე იაფ, ხელსაყრელ და ლამაზ ქვეყნად დასახელდა

  10:09:11     13-03-2018

ამერიკულმა ფინანსურმა პორტალმა GOBankingRates (GBR)-მა საქართველო საცხოვრებლად მსოფლიოში ყველაზე იაფი და ხელსაყრელი ქვეყნების ოცეულში დაასახელა. ოცეულში საქართველომ მე-16 ადგილი დაიკავა.

გამოკითხვაში 115 ქვეყანა ხუთი შემდეგი მაჩვენებლის მიხედვით შეაფასეს: მოსახლეობის მყიდველუნარიანობის ინდექსი, უძრავი ქონების იჯარის ფასი, სურსათის, საქონლისა და მომსახურების ფასი, ასევე ფასების ინდექსები რესტორნებსა და ბარებში.

ყველა ციფრი შეადარეს ანალოგიურ მაჩვენებლებს ნიუ-იორკში.

"მეღვინეობის რეგიონით, შავი ზღვისპირა ქვიშიანი სანაპიროებითა და ნიუ-იორკთან შედარებით 70%-ით უფრო იაფი ცხოვრებით საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საცხოვრებლად იაფი ქვეყანაა", -  წერს GBR-ი.

საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის უკრაინამ მე-6 ადგილი დაიკავა, თურქეთმა 26-3, სომხეთმა - 34-ე, ხოლო აზერბაიჯანმა - 35-ე.