„არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე პარლამენტის ორპარტიულ რეაქციას მეტი ძალა ექნება“
13:54:55     12-03-2018
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განცხადებით, თუ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის რეაქცია ორპარტიული იქნება, რეზოლუციის პროექტს მეტი ძალა ექნება.
ჟურნალისტებთან საუბარში იან კელი რეზოლუციის პროექტზე საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის მიმდინარე კონსულტაციებს გამოეხმაურა.
„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამასთან დაკავშირებით პარლამენტს გარკვეული რეაქცია ჰქონდეს და თუკი ეს რეაქცია ორპარტიული იქნება, მით უფრო მეტი ძალა ექნება. რეზოლუცია მიმართული უნდა იყოს პასუხისმგებლობისკენ. ჩვენ მზად ვართ, საქართველოს ხელისუფლებას ნებისმიერ ძალისხმევაში დახმარება აღმოვუჩინოთ”, - განაცხადა იან კელიმ.
პარლამენტში ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საკითხთან დაკავშირებით წარდგენილია რეზოლუციის ორი პროექტი, ერთი უმრავლესობის მიერ მომზადებული, მეორე – უმცირესობის. დოკუმენტის ერთიან ტექსტზე შეთანხმების მიზნით, პოლიტიკურ ძალებს შორის კონსულტაციები ამ დრომდე გრძელდება.