ტატიშვილის ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს
19:30:33     11-03-2018
თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს. მოკლულს სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
მეზობლების ცნობით, ტატიშვილის ქუჩაზე მოკლული მამაკაცი წარსულში მრავალგზის ნასამართლევი, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი გოგი ხატოევია.
როგორც ირკვევა, გოგი ხატოევი საკუთარ სახლში მარტო ცხოვრობდა, თუმცა მეზობლის თქმით, წუხელ მასთან დის შვილიც იმყოფებოდა, რომელმაც ბიძის მკვლელობის შესახებ ვერ გაიგო.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიების წინასწარი ვერსიით, ამ ეტაპზე მკვლელობის მოტივად შურისძიება იკვეთება.