კადაფის გენერლები გაექცნენ

  10:51:00     31-05-2011

ლიბიის არმიის რვა მაღალჩინოსანი სამხედრო ამბოხებულების მხარეს გადავიდა. მათთან ერთად კადაფის 110 ოფიციალური პირი და სამხედრო მოსამსახურე გაემიჯნა.

ჯამაჰარიის ლიდერის მხარეს დარჩენილ სამხედროთა შორის არიან: ხუთი გენრალი, ორი პოლკოვნიკი და ერთი მაიორი. ამბოხებულების მხარეს გადასულებმა კი რომში პრესკონფერენცია მოაწყვეს. გენერალმა მალუდ მასუდ ჰალასიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კადაფის რეჟიმს შეირაღებული ძალების მხოლოდ 20 პროცენტი, სულ რაღაც რამდენიმე ასეული ჯარისკაცი და ოფიცერი დარჩა.

იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ასეთი მასობრივი დეზერტირობა ლიბიის არმიიდან, იტალიის სპეცსამსახურების პროფესიონალური მუშაობის დამსახურებაა. გაქცეულმა ლიბიელმა ოფიცრებმა იტალიის დედაქალქიდან დაგმეს კადაფის მოქმედება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და სხვა სამხედროებს მოუწოდეს, მათ მიბაძონ.