რუსული იარაღი ტერორისტების ხელში
10:50:22     31-05-2011
31 მაისს, მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის ვიცე-პრემიერმა მოშე იალონმა რუსული მხარეს მიმართა და სთხოვა, რომ თავი შეიკავოს ირანისა და სირიისათვის იარაღის მიწოდების საკითხში.
„იარაღის მიყიდვა ქვეყნებისთვის, რომლებიც ტერორიზმს უჭერენ მხარეს, ისრაელისთვის ძალიან მტკივნეულია. იმედი გვაქვს, რუსული მხარე გაითვალისწინებს ჩვენ თხოვნას“ - განაცხადა მან.
კითხვაზე, აქვს თუ არა ისრაელს კონკრეტული მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსული იარაღი ტერორისტების ხელში ხვდება, მინისტრმა ის ინციდენტი გაიხსენა, რომლის დროსაც ღაზას სექტორის სიახლოვეს, ებრაული სასკოლო ავტობუსი დაცხრილეს. ცნობილია, რომ მაშინ ბავშვები დაზარალდნენ. ებრაელი მინისტრი ირწმუნება, რომ რუსული იარაღი სირიიდან „ჰამასის“ ხელში ხვდება.