ოკუპირებულ ახალგორში ყველა ქართულნომრიან მანქანას ჩხრეკა ჩაუტარდა

  11:35:43     08-03-2018

ოკუპირებულ ახალგორში კონტროლი გამკაცრებულია. 

რეჟიმი განსაკუთრებით საქართველოს იმ მოქალაქეებს ეხებათ, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე სპეციალური საშვით შედიან.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორში ე.წ. მილიციისა და ომონის დანაყოფები შეიყვანეს და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან დამაკავშირებელ გზაზე ყველა ქართულნომრიან მანქანას ჩხრეკა ჩაუტარეს.

ცხინვალის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ასეთი რეიდები იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო ბრუნვის წინაარმდეგაა მიმართული.