რუსთავში საკუთარ სახლში შუა ხნის ქალი მოკლული იპოვეს

  18:45:33     07-03-2018

რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში შუა ხნის ქალი მოკლული იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ცხედარი ბინაში ოჯახის წევრმა აღმოაჩინა. 

ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტ-კრიმინალისტები და კრიმინალური პოლიცია.

შსს-ს ცნობით, სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას ნიშნავს. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.