ბორჯომის მოვლენები - ოთარ კახიძის და ზაზა გაბუნიას დაპირისპირება
14:57:30     07-03-2018
ბორჯომის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს "ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია დაუპირისპირდნენ.
ზაზა გაბუნიამ "უსინდისო ტყუილი" უწოდა ოთარ კახიძის შეფასებას, რომლითაც ის საპარლამენტო კომიტეტის განცხადებას გამოეხმაურა.
„ეს იყო ძალიან უსინდისო ტყუილი თქვენი მხრიდან. ადამიანის მხრიდან, ვის ინიციატივასაც, როდესაც თქვენ საკითხი დააყენეთ, რომ იქნებ ვიმსჯელოთ გაცხადების შემუშავებზე, გამოვეხმაურეთ ძალიან საქმიანად.
მოგიწვიეთ კომიტეტის სხდომაზე ფრაქციის ყველა წევრთან ერთად. ყურადღებით მოვინიშნეთ ყველა საკითხი, რომელიც აქცენტირებული იყო თქვენი მხრიდან.
გავაკეთეთ საჯარო განცხადებები იმაზე, რომ ვიფიქრებდით განცხადების შემუშავებზე. ამის შემდეგ კომიტეტმა გამოაქვეყნა განაცხადება, რომელშიც საუბარია უნივერსალურ პრინციპებზე.
თქვენ ახლა, რამდენადაც არ მოგწონთ ეს განცხადება, ატრიალებთ სრულიად ამ მოვლენებს, გვერდიდან აჩვენებთ საზოგადოებას, თითქოს არ მონაწილეობდით ამ პროცესში, არ დააყენეთ საკითხები, არ იქნა გათვალისწინებული პოზიციები, რომელიც გათვალისწინებაც შესაძლებელი იყო. ეს არ არის სწორი, ეს ხელს არ უწყობს საქმიან და პროდუქტიულ თანამშრომლობას პარლამენტში“, - მიმართა ზაზა გაბუნიამ ოთარ კახიძეს.
რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტმა ბორჯომის მოვლენებთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კომიტეტი გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ბორჯომელების ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სახელით განცხადება ისე გავრცელდა, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრს ტექსტი ელექტრონული ფორმითაც კი არ გაუგზავნეს.
ოთარ კახიძის შეფასებით, ეს არის აბსოლუტურად იგნორირება იმ პროცესის, რომელიც მისი ინიციატივით დადგა თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე.