დიმიტრი ხუნდაძე: რუსეთის მხრიდან დღეს ჩვენს ნერვებზე თამაში ახალი კონფლიქტის პროვოცირებაა
14:54:13     07-03-2018
"არაერთხელ გავაკეთე ამის შესახებ განცხადება, მაგრამ ეს ის თემაა, რომელიც არ ნელდება და ალბათ, ვერც განელდება, სანამ თავად ეს პრობლემა არ მოგვარდება", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ დღეს, პლენარულ სხდომაზე არჩილ ტატუნაშვილის საქმის განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ქართველი ხალხის ნერვებზე თამაში ახალი კონფლიქტის პროვოცირებაა.
"ამ დღეებში ჩვენ ვისმენთ საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროპული თუ სხვა დასავლეთის სახელმწიფოების უმაღლესი პირების განცხადებებს არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით. თვალსაჩინოა ის ფაქტი, რომ საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს საერთაშორისო თანამეგობრობისგან. მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილის ცხედრის გადმოცემას ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ, პოლიტიკური კუთხით საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ასეთი თამამი განცხადებები ოკუპანტი სახელმწიფოს მიმართ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი დიდი აღიარებაა.
ეს იმაზე მიუთითებს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ყოველთვის იქნება საქართველოს შემადგენლობაში. რამდენჯერაც არ უნდა გამოიწვიონ ჩვენი საზოგადოების ემოციური აფეთქება, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის ოცნებისკენ სავალ გზას არასოდეს გადავუხვევთ და აუცილებლად მივაღწევთ ჩვენს საბოლოო მიზანს - დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას.
ეჭვგარეშეა, რომ დღეს, ჩვენს ნერვებზე თამაში რუსეთის მხრიდან ახალი კონფლიქტის პროვოცირებაა" განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.