ნუკრი ქანთარია: "ყველაფერში" უკვე 2008 წელია
14:01:51     07-03-2018
ოპოზიციის გარკვეული ფლანგი მოგვიწოდებს, ყველაფერი გააკეთეთო, არ გავაკეთებთ, იმიტომ რომ „ყველაფერში“ უკვე 2008 წელია.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით მან ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა.
„ისტორიიდან ყველამ ვიცით, რომ ჭირისუფალის მიერ თავისი მიცვალებულის მოპარვის ფაქტიც არსებობს, მაგრამ ნამდვილად არ მსმენია პატარა ბავშვების გამოყვანა აქციაზე, რომ აძახებინონ, ცხედარი არ უნდა წაიღოს ჭირისუფალმაო. ამიტომ მე მინდა მივმართო დე ფაქტო ხელისუფლებას: თქვე კაი ხალხო, რატომ აყენებთ ბავშვებს ასეთ მდგომარეობაში, რატომ უზიანებთ მეხსიერებას? ეს ახალგაზრდები გაიზრდებიან, აუცილებლად ჩამოვლენ თბილისში და თბილისის გავლით ევროპაშიც წავლენ და იქნებ, ამაზე გვეფიქრა"-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ნუკრი ქანთარიამ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებსაც მიმართა:
"მე არ მინდა წამოვიდგინო რომ ის, რაც დღეს ხდება, არის შავი სცენარის პროლოგი, მაგრამ თუ ჩვენ ყველაფერზე წავალთ, მაშინ ფინალი ჩვენ ჯერ კარგად ვიცით. არ მინდა ეს სურათი დავხატო: ნახევარი გაქცეული, ნახევარი დაღუპული და შულავერის მთავრობა მოლოდინში და ა.შ. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, რომ ძალიან ემოციური მდგომარეობის მიუხედავად, ამ დანაღმულ ველზე ძალიან აწონილ-დაწონილი ნაბიჯები გადავდგათ“, - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.
უმრავლესობის წევრის გამოსვლას "ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი გამოეხმაურა. მისი თქმით, "სამწუხაროა, რომ იმ დროს, როდესაც ნაციონალურ ერთობასა და ერთად დგომაზე უნდა ვსაუბრობდეთ, 2008 წლის ომთან დაკავშირებით უმრავლესობის წარმომადგენელი საქართველოს მხარეს ადანაშაულებს და რუსების დისკურსს იმეორებს".