ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე რეზოლუციის პარლამენტის სესიაზე გატანა დღევანდელ სესიაზე ვერ მოხერხდება

  12:10:34     07-03-2018

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე რეზოლუციის  პარლამენტის სესიაზე გატანა დღევანდელ სესიაზე ვერ მოხერხდება.

ამის შესახებ ჯერ კიდევ გახდა ცნობილი, როცა უმრავლესობა სა და უმცირესობას შორის პირველი კონსულტაცია გაიმართა.  

 საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას რეზოლუციის საკუთარი ვერსიები აქვთ წარმოდგენილი.

"კონსულტაციებს მცირე დრო დასჭირდება, ვინაიდან ჩვენ უკვე შევედით კონკრეტულ დეტალებში თუ როგორ მოხდება ამ ინსტრუმენტების გამოყენება. კონსულტაციებში არის საერთო მიზანი გამოკვეთილი, რომ პარლამენტმა მიიღოს ერთი რეზოლუცია,"-აცხადებს არ ჩილ თალაკვაძე.

"ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ საერთო ტექსტზე არ არის შეთანხმება მიღწეული და კონსულტაციები კიდევ უნდა გაგრძელდეს.

"დოკუმენტები არის ვრცელი ორივე, მოიცავს როგორც შეფასებით ნაწილს, ისე კონკრეტულ ინსტრუმენტებს. მნიშვნელოვანია რომ ეს ინსტრუმენტები იყოს თანხვედრაში, ამიტომ ესე ერთ შეხვედრაზე და 2 შეხვედრაზე ერთიანი ტექსტის შეთანხმება ბუნებრივია ძალიან ძნელია,"-აცხადებს სერგი კაპანაძე.

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ რომ რეზოლუციის დაგვიანებით მიღება უარყოფითი ფაქტორია.

"საბაბად არის გამოყენებული 2 რეზოლუციის შერწყმა, სინამდვილეში ქართულ ოცნებას არ აქვს გადაწყვეტილი რეზოლუციის მიღება,"-აცხადებს რომან გოცირიძე.