"საქართველო დაცული ქვეყანაა და გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის არანაირი პირობა არ არსებობს"
15:52:58     06-03-2018
გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს მიგრანტთა დაბრუნების შტაბის ხელმძღვანელმა, დოქტორმა კრისტიან კლოსიმ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ გერმანიაში ქართველ თავშესაფრის მაძიებლებზე კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი გერმანიასა და ევროპაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი, რაც რა თქმა უნდა შემაშფოთებელია. განსაკუთრებული მატება იგრძნობა ბოლო თვეებში. საქართველო დაცული ქვეყანაა და არ არსებობს გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის არანაირი პირობა, ამიტომ თავშესაფრის მთხოვნელები დაბრუნებული იქნებიან სამშობლოში. ამ მხრივ თანამშრომლობა უნდა გავააქტიუროთ, რათა სათანადოდ იქნას დაცული б როგორც ევროპული, ისე ქართული კანონი და საქართველოს მოქალაქეებმა თავისუფად ისარგებლონ უვიზოდ მიმოსვლით“, - განაცხადა დოქტორმა.
დღს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ კრისტიან კლოსთან შეხვედრაზე შეჩერების მექანიზმის შესახებ არ ისაუბრებენ.
2016 წელს თავშესაფრის მისაღებად განაცხადი 625-მა მოქალაქემ შეავსო, 2017 წელს კი მსურველთა რაოდენობა - 1570-მდე გაიზარდა. ქართველებისთვის ყველაზე სასურველ ქვეყნებს შორის შვედეთი და ისლანდია მოხვდა.
პრობლემად ისევ დასახელდა ორგანიზებულ დანაშაულში ქართველების მონაწილეობა. ქურდობა და ყაჩაღობა განსაკუთრებით ხშირია: საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, საბერძნეთსა და ესპანეთში. ამ ფონზე საქართველოს მთავრობა სანქციების გამკაცრებაზე დაფიქრდა. მთავრობის წევრები მოქალაქეებს ამ მონაპოვრის გაფრთხილებისკენ მოუწოდებენ.