არასრულწლოვნების პროსტიტუციაში არაძალადობრივი მეთოდებით ჩაბმა დასჯადი გახდება
13:28:09     06-03-2018
მთვრობის დღევანდელ სხდომაზე ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცეს, რომლის თანახმადაც სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახდება არასრულწლოვნების პროსტიტუციაში ჩაბმა, მისი წაქეზება და ამ საქმიანობაში ჩაბმა არაძალადობრივი მეთოდებითაც. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მთვრობის ადმინისტრაციაში განუცხადა.
„დღეს სიხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს ბავშვის პროსტიტუციაში ჩაბმაზე დასჯადობას, თუ ეს კეთდება ძალადობით, მაგრამ თუ ეს არ კეთდება ძალადობით, მაგალითად თქვენ იცით, რომ მათ შორის ჩვენს დედაქალაქში კლუბებში, ბარებში ხდება არასრულწლოვნების პროსტიტუციაში ჩაბმა ყოველგვარი ძალადობის განხორციელების გარეშე და ეს ქმედება დღემდე არ იყო რეგულირებული სიხლის სამართლის კოდექსით, პოლიციელი, პროკურორი, რეალურად იყო ბერკეტს მოკლებული.
დღეიდანვე უკვე მოვუწოდებ, თითოეულ მმართველს სხვადასხვა გასართობი დაწესებულებისა, რომ მიიღონ ეს მხედველობაში, რადგან არასრულწლოვნის, თუნდაც არაძალადობრივი მეთოდით ჩაბმა პროსტიტუციაში იქნება ამიერიდან თავისუფლების აღკვეთით დასჯადი.
ეს მისცემს სერიოზულ ბერკეტებს პოლიციას, რომ ებრძოლოს პროსტიტუციას ყველა თავისი ფორმით და გამოვლინებით, მათ შორის ე.წ. სუტინიორობის გზითაც“, - განაცხადა წულუკიანმა